ორნელა მუტის პუტინთან ვახშმის გამო ციხე ემუქრება

იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ მან ვლადიმერ პუტინის საქველმოქმედო გალა კონცერტში მონაწილეობის გამო თეატრში გამოსვლა ჩააგდო. თუ მსახიობი კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხე ემუქრება.
2010 წელს ორნელა მუტი ქალაქ პორდენონში, იტალიის სამხრეთ–აღმოსავლეთით ვერდის თეატრში სცენაზე უნდა გამოსულიყო. თუმცა მან თითქოსდა ავადმყოფობის გამო სამდღიანი ბიუჯელეტენი აიღო და სინამდვილეში პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო.
იტალიის სასამართლომ ის თაღლითობაში სცნო დამნაშავედ და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, 500 ევროთი დააჯარიმა და დაავალდებულა თეატრს პირსაგამტეხლო გადაუხადოს 30 000 ევროს ოდენობით.
მსახიობმა განაცხადა, რომ არ აქვს საშუალება თეატრს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს და აპელაციას მიმართა.
თუმცა ამ დღეებში საკასაციო ინსტანციამ წინ ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თალითობის საქმის საფუძველი სწორედ ის სამედიცინო ცნობა გახდა, რომელიც ორნელა მუტიმ თეატრს წარუდგინა. ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მას ხორხის ძლიერი ანთება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რასაც ხველა და ხმის დაკარგვა მოჰყვა.
ცნობაში, რომელიც სასამართლომ ყალბად ჩათვალა ეწერა, რომ რეკომენდირებული იყო მსახიობს ხუთი დღით დაესვენა. ორნელა მუტი კი პეტერბურგში გაემგზავრა პუტინის მიწვევით.
როგორც კი პრესაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ორნელა მუტი პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან ზის, თეატრმა მოქმედება გადაწყვიტა.

სასამართლომ გააფრთხილა მსახიობი, რომ თუ დადგენილ კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხეში მოუწევს წასვლა.

ორნელა მუტი 64 წლისაა. იტალიის ფარგლებს გარეთ ის ცნობილია ფილმებით: “ჭირვეულის მორჯულება“, “ფლეშ გორდონი“ და “ოსკარი“. ქვეყნის შიგნით კი დღემდე ჩნდება ეკრანებზე და გამოდის სცენაზე.
იტალიური მედიის ინფორმაციით მას თანხის დასაფარად 30 დღიანი ვადა აქვს.
პირველ ინსტანციაში გართულ პროცესზე,2015 წელს ის ამტკიცებდა, რომ არ აქვს საჭირო თანხა.
ორი წლის შემდეგ ორნელა მუტი და მისი ოჯახი რომში სახლიდან გამოასახლეს უძრავი ქონების სააგენტოს მიმართ დაგროვილი დავალიანების – 80 000 ევროს გამო.
მანამდე მსახიობმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვს ბინა მოსკოვში და არ არის წინააღმდეგი გახდეს რუსეთის მოქალაქე.