პამელა ანდერსონს მეხუთე ქმარმა დაშორების შესახებ ესემესით შეატყობინა

52 წლის პამელა ანდერსონის და 74 წლის ჯონ პიტერსის 12 დღიანი ქორწინება საყოველთაო განხილვის თემაა. აქამდე ყველას ეგონა, რომ ქორწინების დასრულება პამელამ გადაწყვიტა. თუმცა, გაირკვა რომ დაშორების ინიციატორი ქმარი იყო. კინოპროდიუსერმა ცოლს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა:

“ეს იყო სიყვარულის შესანიშნავი და გასაოცარი ზეიმი. თუმცა ამ ქორწინებამ შემაშინა. მივხვდი, რომ 74 წლის ასაკში მშვიდი, უბრალო ცხოვრება მინდა და არა ინტერნაციონალური სიყვარული“– ციტირებს პიტერსის სიტყვებს დეილი მეილი. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ჯობს ორივემ საკუთარი გზით იაროს. “იმედი მაქვს მაპატიებ“– ამ სიტყვებით მთავრდებოდა დაშორების მაცნე ესემესი.

გაირკვა ისიც, რომ წყვილის ქორწინება ოფიციალურად ჯერ არ ყოფილა დარეგისტრირებული და მისი ანულირება მარტივია. ჯონს და პამელას 30 წლის წინ რომანტიული ურთიერთობები აკავშირებდა, თუმცა შემდეგ მხოლოდ მეგობრები იყვნენ. პროდიუსერი აღიარებდა, რომ ყოველთვის მხოლოდ პამელა უყვარდა.

“ცხოვრება მოგზაურობაა, სიყვარული კი პროცესი“– ასეთი კომენტარი გააკეთა მალიბუს მაშველების ვარსკვლავმა მის მეხუთე ქმართან დაშორების შესახებ.