პატარა გოგონებმა განსაცდელის ჟამს, შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს თანხის შეგროვება მოხუცებულთა დასახმარებლად-დეკანოზი ალექსანდრე

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სოციალურ ქსელში მადლობის პოსტს აქვეყნებს და სამი გოგონას მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო საქმიანობას ეხმაინება.

„დიდი საქმეები პატარა წამოწყებით იწყება… ამ პატარა და საყვარელმა სამმა გოგომ, სამმა მაირიამმა, დღეს, განსაცდელის ჟამს, შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს თანხის შეგროვება მოხუცებულთა დასახმარებლად. სულ რაღაც, 3-4 დღეში 56 000 ლარი შეაგროვეს. გუშინ, ჩვენ გვეწვივნენ და 10 000-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცეს სასადილოსთვის. ღმერთმა შეუწიროთ და აავსოს სიხარულით მათი მომავალი“ – წერს მამა ალექსანდრე.