“პატრული არსად ჩანდა”- სპარის მაღაზიაში არასრულწლოვნები დანებით შეიჭრნენ

დღეს დილით,სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “სპარის” მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თვითმხილველების თქმით, 4 არასრულწლოვანიძარცვის მიზნით შეიჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველი newsreport.ge-სთან აცხადებს, რომ პოლიცია 2-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე დროულად არ მივიდა. დანით შეიარაღებულებთან გამკლავება მაღაზიის თანამშრომლებმა და ადგილზე შემთხვევით მყოფმა პირებმა თავად შეძლეს.

“დანებით შეუვარდბენ თანამშრომლებს. 2მა მაღაზიიდან გამოქცევა მოასწრო , 2ს თანამშრონლები აკავებნენ იქამდე სანამ პატრული არ მოვიდოდა, მაგრამ პატრული არსად ჩანდა. 8ის ნახევარზე იქ რომ შემთხვევით რამდენიმე ადამიანი არ ვყოფილიყავით არვიცი რითი შეიძლებოდა დამთავრებული ეს ყველაფერი. 10წუთიდ განმავლობაში ორჯერ დავრეკეთ პატრულში , ამასობაში ის დაჭერილი ბავშვებიც გაიქცნენ. 4 არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ როგორი საშიშია ყველა ჩვენთაგანისთვის? პატრული რომელმაც დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ამათმა უნდა დამიცვან? ამათ იმედზე უნდა ვიყოთ?”-აცხადებს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.

ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა ბოროტმოქმედებმა რამის წაღება. შსს ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს.