პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სენსაციური განცხადება: წყვილი სამეფო პრივილეგიებზე უარს ამბობს და ბრიტანეთს ტოვებს

ბრიტანული სამეფო ოჯახის წყვილმა ოფიციალურად გააკეთა სენსაციური განცხადება. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინსტაგრამზე ადასტურებენ, რომ უახლოეს მომავალში სამეფო პრივილეგიებზე და უფლებამოვალეობებზე უარს იტყვიან და სანახევროდ კანადაში გადავლენ საცხოვრებლად. ისინი აპირებენ იმუშაონ, რათა ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ და ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებით იცხოვრონ. თუმცა, ამავე დროს ყველაფერში მხარს დაუჭერენ მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს.

“მრავალთვიანი ფიქრისა და დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი თავი დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში, უარი ვთქვათ მონარქიის ოჯახის წევრის სტატუსზე და დავიწყოთ მუშაობა ფინანსური დამოუკიდებლობისათვის.

ვაპირებთ დავაბალანსოთ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრება და გავაგრძელოთ ჩვენი მოვალეობის მოხდა დედოფლის, თანამეგობრობისა და იმ პროექტების წინაშე, რომლის პატრონაჟიც ჩვენ გვაკისრია.

ეს ბალანსი საშუალებას მოგვცემს ჩვენი შვილი გაზარდოთ ოჯახის სამეფო ტრადიციების ერთგულებით და ამავე დროს კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ახალ ფურცელზე – ჩვენს ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე.

ჩვენი ამ ნაბიჯის დეტალებს თავის დროზე მოგაწვდით. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას მის უდიდებულესობასთან, უელსის პრინცთან, კემბრიჯის ჰერცოგთან და ყველა მხარესთან. ჯერჯერობით კი მიიღეთ ჩვენი ღრმა მადლიერება უცვლელი მხარდაჭერის გამო“ – ნათქვამი აგანცხადებაში.