5 პროდუქტი რომლის მიღება ყველა ქალისთვის აუცილებელია

რა უნდა მივირთვათ, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ

კარგი გარეგნობა, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა და ენერგიულობა დიდ წილად არის დამოკიდებული კვების რაციონზე. გთავაზობთ პროდუქტების მოკლე სიას, რომლებიც ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია.

1. რძის პროდუქტები

{{ARTICLEIMAGE}}

ყველი და იოგურტი აუცილებელი საფუძველია ფრანგი ქალების რაციონისთვის, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით, ელეგანტურობით და დახვეწილი სხეულით გამორჩევიან. საქმე იმაშია, რომ ყველა რძის პროდუქტის მთავრი მიკროელემენტია კალციუმი. ის აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა ჯანმრთელი კბილები, თმა და ფრჩხილები შეინარჩუნოთ. კალციუმი ასევე ამაგრებს ძვლებს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი უკმარისობისას ზურგის და კუნთების პრობლემა ჩნდება, შესაბამისად კი წელში გამართული და დახვეწილი სიარული შეუძლებელია. თუ ლაქტოზა თქვენთვის არ შეიძლება, შეგიძლიათ რაციონში ტოფუ, ანუ სოიოს ხაჭო და თხილი ჩართოთ. ეს პროდუქტებიც მდიდარია კალციუმით.

2. წითელი თევზი

ცხიმიანი თევზის სახეობები ქალის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ომეგა3 –ის მჟავებს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერებები განაპირობებენ კანის ელასტიურობას და უჯრედის მემბრანას დაზიანებისგან იცავენ. ამგვარად, მენიუში წითელი თევზის ჩართვით ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან თავს დაიცავთ და სახის ოვალის ფორმას დიდხანს შეინარჩუნებთ. დიეტოლოგები გვირჩევენ სიომგა და ვარდისფერი ორაგული მინიმუმ კვირაში ორჯერ მიირთვათ.

3. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

კივი, ციტრუსი, მოცვი, ბულგარული წიწაკა – აი მთავარი პროდუქტები ქალის სილამაზისთვის. ისინი C ვიტამინით არის მდიდარი. სწორედ ეს ვიტამინია პასუხისმგებელი კანის სიმკვრივესა და სიჯანსაღეზე. გარდა ამისა, C ვიტამინი იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობაში მონაწილეობს, შესაბამისად ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებს.

4. ბროკოლი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ B ვიტამინების ჯგუფის შემცველობის გამო ბროკოლი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ამ ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ქალებისთვის ბროკოლის მინიმუმ კვირაში ორჯერ მიღებაა რეკომენდირებული.

5. მწარე შოკოლადი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: შოკოლადი ქალისთვის სასარგებლო და შეუცვლელი პროდუქტიც კია. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, მარგანეცი, სპილენძი, თუთია და ფოსფორი. ეს მინერალები ძვლის ქსოვილის გამყარებას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, ჰორმონალურ ფონს არეგულირებენ. თუმცა ექიმები გირჩევენ, მეტისმეტი არ მოგივდეთ და დღეში მხოლოდ 25 გრამი შოკოლადით შემოვიფარგლოთ.