ქართული ფილმი კანის კინოფესტივალზე საუკეთესოთა შორის მოხვდა

 

ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტია. ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” 70-მდე კინოკრიტიკოსის მაღალი შეფასებით საუკეთესოთა შორის მოხვდა და რეიტინგში მეშვიდე ადგილიც დაიკავა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში კანის კინოფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, აღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა.