ქეით მიდლტონი კოვენტ –გარდენში

{{ARTICLEIMAGE}}16 იანვარს დილით ქეით მიდლტონი ლონდონში, კოვენტ–გარდენის სამეფო თეატრში მივიდა. 37 წლის ჰერცოგინიამ ის საამქრო დაათვალიერა, სადაც თეატრალური სამოსი იკერება.

თანამშრომლებმა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს უამბეს როგორ იყენებენ ქსოვილებს და როგორ იქმნება რთული კოსტუმები თეატრალური დადგმებისთვის.


ქეით მიდლტონს თეატრში სტუმრობისას Oscar de la Renta –ს კაბა და პიჯაკი ეცვა. ხელში კი Aspinal of London–ის ჩანთა ეჭირა.