რა დააქვს ჩანთით კახი კალაძის მეუღლეს

თბილისის მერის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რუსული Vogue –ს ვიდეორუბრიკაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩანთის მუდმივი შემადგენლობის და აქსესურების მაყურებლისთვის ჩვენებას ითვალისწინებს.

ანუკი არეშიძემ რუბრიკაში ინგლისურად ისაუბრა, რადგან მისი თქმით რუსულად კარგად ვერ ლაპარაკობს.

როგორც ირკვევა ანუკი არეშიძეს ჩანთით სამი მობილური დააქვს. ერთი– სამსახურისთვის და მეილებისთვის. მეორე – ოჯახთან ურთიერთობისთვის და ფოტოებისთვის. მესამე კი მეგობრებისთვის.

მუდმივად ჩანთით დააქვს ფოტოაპარატი, რადგან ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება.
კიდევ ერთი განუყრელი აქსესუარი Celine –ის პატარა საბარათე ქეისია. ამავე ბრენდის სათვალე. ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის, რადგან მეხსიერების პრობლემა აქვს და დაგეგმილ შეხვედრებს და გასაკეთებელ საქმეებს ბლოკნოტში იწერს. ხადახან იდეებსაც. ჩანთით ატარებს ბებიის ნაჩუქარ სარკეს, რომელიც მისი თქმით პრინცესას სარკეს გავს.

ანუკი არეშიძის ჩანთაში მუდმივად დევს: კრემი, რომელიც ერთდროულად სახისთვისაც და ხელებისთვისაც არის გამოსადეგი. თვალის წვეთები, კოლაგენის აბები, ფეხის პლასტირი. Mac –ის წითელი ტუჩსაცხი, Chanel –ის თვალის ტუში. საღეჭი რეზინი.

ბარათი რომელიც სამშობიაროს საჩუქარია, სადაც მისი შვილი დაიბადა. ბარათზე მისი შვილის სახელი და დაბადების თარიღი წერია.