ალბათ ყველას გვსმენია ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილ სერიალზე ”სამეფო კარის თამაშებზე”. HBO-ს შექმნილმა შოუმ მართლაც უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა და წლების განმავლობაში არაერთი ფანის გული მოიგო. იმის მიუხედავად, რომ ბოლო სეზონი სხვა სეზონებთან შედარებით ძალზე სკანდალური აღმოჩნდა და ფანებისა და კრიტიკოსებისგან ძალიან დაბალი შეფასება მიიღო, სწორედ ბოლო სეზონი გახდა სამეფო კარის თამაშების ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტური სეზონი და შესაბამისად მსახიობებმაც ყველაზე დიდი ანაზღაურება სწორედ ამ სეზონში მიიღეს.
ემილია კლარკი იგივე დეინერის ტარგარიენი, დრაკონების დედა, კჰალისი და სხვა. სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი,თუმცა არა პირველივე დღიდან. სერიალის სტარტზე ემილიას კონტრაქტით თითო სერიაში დაახლოებით 500 000$ დოლარი უნდა მიეღო, თუმცა მისი როლის გაზრდასთან ერთად გაიზარდა მისი შემოსავალიც და ბოლო სეზონში უკვე 6 ციფრა ნიშნულსაც გადააჭარბა და ”გიჟი მეფე” საბოლოოდ თითო ეპიზოდში 1.2 მილიონ დოლარს იღებდა. საბოლოო ჯამში მისმა შემოსავალმა დაახლოებით 13 მილიონი დოლარი შეადგინა.
სერსეი ლანისტერის, ალბათ სერიალის ყველაზე ნეგატიური პერსონაჟის როლის შემსრულებლის ხელფასი თავიდანვე სხვებივით დიდი არ იყო. საწყის სეზონებში მისი ხელფასი დაახლოებით 300 000$ დოლარი იყო. თუმცა სეზონების მიმდინარეობასთან ერთად მან კონტრაქტის გადახედვა გადაწყვიტა და ჯერ 500 000$-მდე გაიზარდა მისი შემოსავალი, ხოლო უკანასკნელ სეზონში როგორც სხვებს ისიც 1.2 მილიონ დოლარს იღებდა. არსებობდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ლენა ჰედი ბოლო სეზონში საკუთარი როლით უკმაყოფილო იყო, რადგან მას ძალიან მწირი როლი ჰქონდა და ეკრანებზე სულ რამდენიმე წუთით უწევდა გამოჩენა. მართლაც ბოლო სეზონში იგი მხოლოდ 3 ეპიზოდში გამოჩნდა და მთლიანი სათამაშო დრო 26 წუთი იყო. სხვა კუთხით თუ შევხედავთ 26 წუთში გაკეთებული 3.6 მილიონი არც თუ ურიგო თანხაა. საბოლოო ჯამში მისმა შემოსავალმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა.
სერიალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ალბათ ყველასათვის საყვარელი მეისონ უილიამსის ანუ იგივე არია სტარკის ხელფასი დასაწყისში სხვებთან შედარებით საკმაოდ მცირე იყო და ის დაახლოებით 150 000$ იღებდა. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მეისონმა სერიალში თამაში 13 წლის ასაკში დაიწყო, ამ ასაკის გოგოსთვის კი ეს თანხა ურიგო ნამდვილად არ არის. მომავალში მისმა ხელფასმაც მოიმატა და თითო ეპიზოდში 210 000 დოლარი შეადგინა, საბოლოოდ მისმა შემოსავალმა 4 მილიონი დოლარი შეადგინა.
პიტერ დინკლეიჯი HBO-ს შოუმდეც პოპულარული იყო და შესაბამისად მისი ხელფასიც საკმაოდ მაღალი იყო. დასაწყისისთვის ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი დაახლოებით 700 000$ დოლარს იღებდა, მაგრამ სერიალის მიწურულს სხვების მსგავსად მისი ხელფასიც გაიზარდა და საბოლოო კონტრაქტით მისი ბანკის ანგარიში თითო სერიაში 1.2 მილიონ დოლარით ივსებოდა. პიტერ დინკლეიჯმა სამეფო კარის თამაშებით დაახლოებით 15 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.