“რატომ უხდის საქართველო ივანიშვილის ვალებს რუსეთს“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს რუსეთისთვის ივანიშვილის ვალების დაბრუნება უწევს. რუსთავი2–ის ეთერში, გადაცემა შაბათის შუადღეში წამყვანებმა რუსთავი2–ში  და მთლიანად, ქვეყსანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. რატომ დახარჯა საქართველომ მილიონობით ლარი რუსი ტურისტების მოსაზიდად, როცა შეეძლო სხვა მიმართულებით ემუშავა და დაეხარჯა ფული, რატომ აღარ აქტიურობს ქვეყანა დასავლური მიმართულებით და რატომ არის სულ უფრო ნათელი რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება. ამ თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს ასეთი პასუხი აქვს:

“ეს არის ივანიშვილის მილიარდების ვალი რუსეთთან. საქართველო რატომ იხდის ამ კაცის ვალს? საქართველოს თავისი ბედისწერა აქვს.ჩვენ ვიხდით ახლა ივანიშვილის ვალებს.

ეს კაცი გამდიდრდა პუტინის პირობებში და ანგარიშვალდებულია ამ კაცთან და საქართველო არ არის ანგარიშვალდებული. საქართველოს პრობლემები აქვს რუსეთთან, მაგრამ ვალი არა აქვს რუსეთის . რუსეთს აქვს ჩვენი ვალი.პირიქით არის.

ახლა ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი გახარებულია ამ ამბით. გასაგებია, რომ საქართველო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან მაგარი ტელევიზია, რუსთავი2. და საქართველო გაუძლებს. უარესებისთვის გაუძლია. მაგრამ ცოტა ტვინი ხომ უნდა დააყოლოს ყველამ, რომ გვარამიას წასვლით ყიჟინა და ბედნიერება არ შეცვლის რეალობას საქართველოში. შეხედეთ ლარი სად არის, ქუჩაში გადით და შეხედეთ ბედნიერები თუ ხართ. ქუჩაში უნდა იდგეს ახლა ხალხი, როგორც ის ახალგაზრდები დგანან. იმ დაბრმავებულ ბავშვს აღუდგა თვალი? თუ ტყვია უკან გამოვარდა? თუ აღარ არის? “– ამბობს ლაშა ბუღაძე.