გუშინ, 3 აპრილს, ნიუ-იორკში სამეფო კარის თამაშების ფინალური მე-8 სეზონის პრემიერა გაიმართა. პრემიერამდე ვარსკვლავები კამერების წინ საპოზიოროდ შეიკრიბნენ. წითელ ხალიჩაზე არ გაუვლია სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელ ლინა ჰიდს, რომელიც პრემიერაზე საერთოდ არ მოვიდა.
პოპულარულმა მსახიობმა და მთავარი ერთ-ერთი როლის შემსრულებელმა არყოფნის მიზეზი ინსტაგრამზე განმარტა და თქვა, რომ ავადმყოფობის გამო ნიუ-იორკში ჩაფრენა ვერ მოახერხა
ლინა ჰიდმა დაწერა, რომ ის ძალიან გულნატკენია იმით, რომ პრემიერაზე ყოფნა ვერ მოახერხა და მისი მდგომარეობის ამსახველი ფოტოც ატვირთა.
სერიალის ფინალური სეზონის მსოფლიო პრემიერა 14 აპრილს შედგება.