რობინ ჰუდის ახალი ფილმი კინოთეატრებში

სულ მალე კინოთეატრებში ყველაზე ცნობილი მშვილდოსანი დაბრუნდება.  რობინ ჰუდმა ყველას თავი საკუთარი სიმამაცით დაამახსოვრა. ინგლისური ბალადების ხალხური გმირი, რომელიც არაერთი ცნობილი მწერლის ნაწარმოებებში გვხვდება.

ანალიტიკოსები ამ ფილმის გამოჩენას ზედმეტადაც კი მიიჩნევენ, რადგან როგორც მოგეხსენებათ ამ პერსონაჟზე როგორც ნაწარმოებები, ისე ფილმები და სერიალები საკმარისად ბევრია. თუმცა ამ ფილმში ისეთი სახელოვანი მსახიობები იღებენ მონაწილეობას როგორებიც არიან: ტერონ ეგერტონი, ჯეიმი ფოქსი, ბენ მენდელსონი, ივ ჰიუსონი და სხვები.

ფილმის სიუჟეტი ინგლისში ვითარდება, სადაც მთავარი ქვეყნის კორუმპირებულ მმართველებს უპირისპირდება. თქვენ გელოდებათ დრამატული ორთაბრძოლებით აღსავსე მომენტები, სადაც მთავარი გმირის გადაწყვეტილებებზე მთელი ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული .ეს ფილმი გამოწვევაა რეჟისორისთვისაც, ოტო ბეთჰურსთისთვის ეს პირველი ფილმია, აქამდე იგი სატელევიზიო შოუებს უძღვებოდა.

რობინ ჰუდის  მსოფლიო პრემიერა 21 ნოემბერს შედგება.