შემოდგომაზე და ზამთარში ზოგჯერ ღრძილების დაავადება რთულდება. რას უკავშირდება ეს და როგორ ავიცილოთ გართულებები პირის ღრუში?
შემოდგომა–ზამთრის სეზონზე ჩვენი იმუნიტეტი სუსტდება გაციებისა და სხვადასხვა ვირუსების, ასევე ორგანიზმისთვის სასარგებლო ბოსტნეულის და ხილის ნაკლებობის გამო. შესაძლოა ამ პერიოდში პაროდონტიტმა, გინგივიტმა და სტომატიტმა შეგვაწუხოს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება?
პირველ რიგში, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი პროდუქტების შეტანა, როგორიცაა თევზი, რძე, ყველი, ხაჭო, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. გარდა ამისა, კბილების და ღრძილების პროფილაქტიკის, მკურნალობის და გამაგრებისთვის სტომატოლოგები გვირჩევენ გამოვიყენოთ ისეთი კბილის პასტა, რომლებიც ანტიოქსიდანტს შეიცავენ. ისინი ღრძილების ანთებას და სისხლდენას, ასევე კბილის ემალის მგრძნობელობას ამცირებენ და კბილებს ნადებისა და კარიესის გაჩენისგან იცავენ.
და კიდევ: ღრძილების მკურნალობა–პროფილაქტიკისა და გამაგრებისთვის მნიშვნელოვანია მასაჟი, რომელიც ყოველდღიურად კბილების გახეხვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ. ღრძილების მასაჟი შეშუპებას ხსნის, სისხლის მიმოქცევას და პაროდონტის ქსოვილების კვებას აუმჯობესებს, ამაგრებს კბილებს და მათი მორყევის რისკს ამცირებს.