რომელი პროდუქტების მიღება არ შეიძლება უზმოზე

{{ARTICLEIMAGE}}

საუზმე

ნებისმიერის რაციონის მთავარი შემადგენელი ელემენტია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებეული ადამიანის მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, ბევრი უარს ამბობს საუზმეზე, ის კი, ვინც მაინც მიირთმევს, იშვიათად ირჩევს საკვებად ჰერკულესის ფაფას. ზოგჯერ საკვები, რომელსაც უზმოზე მივირთმევთ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გთავაზობთ იმ პროდუქტების ნუსხას, რომელთა მშიერ კუჭზე მირთმევას დიეტოლოგები გვიკრძალავენ.

ყავა

არომატული ყავა ბევრისთვის გამოფხიზლების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის კუჭის ლორწოვანას აღიზიანებს და თავისუფლად შეიძლება გახდეს გასტრიტის მიზეზიც. ყავის უზმოზე დალევა ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლზეც, რადგან ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის გაწმენდაზე მუშაობს, დილას კი, მას არ შეუძლია სრულფასოვნად ფუნქციონირება.უარყოფითად მოქმედებს კუჭზე ყავა უზმოზე. დროთა განმავლობაში შეიძლება გასტრიტითა და წყლულით დასრულდეს.

ბანანი

ბანანი დიდი ხანია ჩვენი ყოველდღიური რაციონის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. სამწუხაროდ, სარგებელთან ერთად მას ზიანიც საკმაოდ ბევრი მოაქვს, რადგან ბანანი რთულად გადამუშავებადი პროდუქტია, ძირითადი კვების წინ მისმა მირთმევამ კი, შესაძლოა მუცლის შებერვა და არასასიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს. ამავე მიზეზით არაა რეკომენდირებული ბანანზე წყლის ან წვენის დაყოლება. ექიმები ეგზოტიკური ხილის მირთმევას მხოლოდ სადილის შემდეგ გვირჩევენ.ბანანი მაგნიუმს შეიცავს, რაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, მაგრამ უზმოზე თუ შეჭამთ, ორგანიზმში კალციუმ-მაგნიუმის ბალანსი დაგერღვევათ.

უმი ბოსტნეული

უმი ბოსტნეულის მჟავები აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანას. უზმოზე მისი მირთმევა არავისთვის არაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით კი, მათთვის ვისაც გასტრიტი აწუხებს.
იოგურტი

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ სიაში იოგურტი მოხვდა. საქმე იმაშია, რომ უზმოზე ორგანიზმს იოგურტში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები არ სჭირდება. ამიტომ უზმოზე მისი მირთმევა არ ღირს. იგი უმჯობესია, საუზმიდან 2 საათის შემდეგ ან საღამოს მიირთვათ.მართალია, იოგურტი ისეთივე საზიანო არაა როგორც ციტრუსი, თუმცა სარგებელიც ძალიან ცოტაა მისგან. ორგანიზმს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი ბაქტერიები უზმოზე, იოგურტის მირთმევის საუკეთესო დრო კი – ვახშამია, დაძინებამდე ორი საათით ადრე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს ის დადებითად ჩვენს მომნელებელ სისტემაზე.
ციტრუსი

ამ ხილს ალერგიის გამოწვევა შეუძლია. აგრეთვე – გასტრიტისაც, თუ მათ უზმოზე მიირთმევთ. ამიტომ, სანამ საუზმეზე ფორთოხლის წვენს დალევდეთ, შვრიის ფაფა მიირთვით.
ცივი წყალი

მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობისთვის დიდი რაოდენობით წყლის მიღებაა საჭირო. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალზე ვრცელდება, ცივი წყალი კი, პირიქით ნეგატიურად მოქმედებს კუჭზე, ამიტომ არ ღირს მისი საკვებზე დაყოლება. ასევე არ შეიძლება ცივი წყლის უზმოზე დალევა, რადგან ის აფერხებს მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ტკბილეული

დილას ადამიანის ორგანიზმს არ აქვს საკმარისი ინსულინის გამომუშავების უნარი, ამიტომ მისი დატვირთვა ტკბილით საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი ნამდვილი დანაშაულია. თუ სისტემატურად მიიღებთ ტკბილს უზმოზე, საგრძნობლად მოიმატებს შაქარის დონე სისხლში, რაც სამომავლოდ საკმაოდ სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.