რუსთავში 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი უბედურ შემთხვევას არ უკავშირდება და მამაკაცის გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია.

კორპუსის მაცხოვრებლების  ინფორმაციით, მამაკაცი  ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.