საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება – ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ასევე იუნესკოს გენერალურ მდივანს და სენატის პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართულ დიასპორას. დაგეგმილია ინტერვიუები ფრანგულ მედიასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, დაგეგმილია ბევრი საინტერესო შეხვედრა, მათ შორის ბრიჯით მაკრონთან.
რაც შეეხება გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც 20-21 თებერვალს გაიმართება. ვიზიტის დეტალები ზუსტდება და მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.