სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. “დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა”,წერია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.