საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის ბოლო მატჩს გამართავს

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 24 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიის მესამე შეხვედრაში ტონგას უმასპინძლებენ და შეეცდებიან, 2018 წელი მოგებით დაასრულონ. თამაში ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას RUGBY TV განახორიელებს. 

ამჟამად საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-15-ე პოზიციაზეა. “ბორჯღალოსნებს” “ზღვის არწვებთან” აქამდე ექვსჯერ უთამაშიათ და აქედან ოთხში გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2015 წლის მსოფლიო თასზე მოგება (17:10) იყო. მას შემდეგ მეტოქეს კიდევ ორჯერ მოვუგეთ და გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დადებითი ბალანსი გვაქვს.

ფაქტები

  • საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან. წინა 6 დაპირისპირებიდან ბორჯღასლონებმა 4 მოიგეს, 2 კი დათმეს.


  • საქართველოს ნაკრებს ტონგასთან ექვს თამაშში 9 ლელო აქვს გატანილი, მეტოქეს კი ჩვენთვის უფრო მეტი – 15

  • ამ ნაკრებების ბოლო დაპირისპირება წელს ივნისში, “წყნარი ოკეანიის თასზე”, სუვაში გაიმართა და “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა – 16:15.
  • ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-სერიაში სტუმრად იტალიასთან ანგარიშით 17:28 წააგეს, შემდეგ კი ავჭალაში სამოას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს – 27:19
  • თბილისში გამომგზავრებამდე ტონგამ “ფრანგი ბარბაროსები” ანგარიშით 49:38 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს უელსთან წააგო (24:74 ), თუმცა 45-ე წუთამდე ანგარიში 24:24 იყო.
  • ბორჯღალოსნების კაპიტნისთვის – მერაბ შარიქაძისთვის ტონგასთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-60 მატჩი იქნება.
  • ტონგას 23-ივე მორაგბე ლეგიონერია, უმრავლესობა კი ევროპაში თამაშობს – 8 საფრანგეთში, 4 ინგლისში და ერთი უელსში. 9 ლეგიონერი ახალ ზელანდიურ, ხოლო ერთი ავსტრალიურ კლუბს წარმოადგენს.
  • ტონგელთა შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეა ფულბეკი ვუნგაკოტო ლილო, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ლილოს სამ მსოფლიო თასზე უთამაშია.