საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება

{{ARTICLEIMAGE}}
როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იზრდება, როგორც ადგილობერივი, ისე უცხოელი დამსვენებლებლის რაოდენობა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, თეიმურაზ გამცემლიძის თქმით, 2017/2018 წლებ­ში ოთხი­ვე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე (გუ­და­უ­რი, ბა­კუ­რი­ა­ნი, გო­დერ­ძი, სვა­ნე­თი) 491%-ით გა­ი­ზარ­და ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და წელს კიდევ ელოდებიან ამ რიცხვის გაზრდას.

დაარსებიდანვე, გუდაურმა ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა დამსვენებლებში და მილიონობით ტურისტს უმასპინძლა. გუდაურმა სახელი ევროპის მასშტაბითაც გაითქვა და ერთ-ერთი მოწინავე კურორტია არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთლიანად კონტინენტზე.

მოახლოებულ სეზონზე ვიზიტორებს 6 ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო დახვდებათ. ამით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა (რაც მოსრიალეების ბევრად დიდი რაოდენობის გადაყვანას გულისხმობს). ამას გარდა სასრიალო არეალი გაიზარდა 20%-ით რაც ასევე ხელს შეუწყობს ერთდროულად საგრძნობლად მეტი დამსვენებლის მასპინძლობას. ამასთანავე კურორტზე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება. შენდება 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარი რომლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ამ ტბის დახმარებით, მომავალ წელს კურორტს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგების სისტემა. ხელოვნური გათოვლიანების მე-2 ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გუდაურს ექნება ორი ტიპის “ თოვლის თოფი” 78 ცალი ჩვეულებრივი და 3 ცალი თოვლის გამფრქვევი აპარატი -ე.წ,,ზარბაზანი”. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზას იტალიური კომპანია,,TechnoAlpine” განახორციელებს.


ამ დროისთვის საქართველოს ოთხივე კურორტის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს სასრიალო ტრასების ნიადაგების გასწორება, რაც უზრუნველვყოფს მთელი სეზონის განმავლობაში თოვლის ხარისხს. 

შეგახსენებთ, რომ სასრიალო სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება: 

  • ბაკურიანი (დიდველი) – 8 დეკემბერი
  • გოდერძი – 8 დეკემბერი
  • გუდაური – 15 დეკემბერი
  • ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი) – 22 დეკემბერი
  • თეთნულდი, ჰაწვალი – 22 დეკემბერი