საშობაო სენსაცია: “მარტო სახლში“ დაბრუნდა

38 წლის ამერიკელი მსახიობი, მაკოლეი კალკინი მაკკალისტერებიბს სახლში მარტო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად ცნობილი სერიის “მარტო სახლში“ მთავარი გმირი გუგლის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. გუგლის ხმოვანი ასისტენტის რეკლამა YouTube –ზე 19 დეკემბერს ჩაუშვეს და რამდენიმე საათში ხუთ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გუგლის ხმოვანი ასისტენტის რეკლამა რეჟისორებმა ფილმის – “მარტო სახლში“ სტილში გადაიღეს. უკვე ზრდასრული კევინ მაკკალისტერი საახალწლო დღესასწაულებზე მშობლების სახლში ისევ მარტო რჩება. ამჯერად პრობლემების მოგვარებაში მას გუგლის ხმოვანი ასისტენტი ეხმარება. რგოლის პოპულარობა YouTube–ზე და სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად იზრდება. ინტერნეტ მომხმარებლებმა უკვე უწოდეს ვიდეოს მიმდინარე წლის საუკეთესო რეკლამა.

შეგახსენებთ, რომ კრის კოლამბუსის პირველი კომედია “მარტო სახლში“ კინოგაქირავებაში 1990 წელს გამოვიდა და ოცი წლის მანძილზე აშშ–ში ყველაზე შემოსავლიანი კომედია იყო. 18 მილიონიანი ბიუჯეტით შექმნილმა ფილმმა მის შემქმნელებს 476 მილიონი დოლარი მოუტანა. პირველ ფილმს მთელი სერია მოჰყვა, თუმცა კომერციული წარმატება მხოლოდ “მარტო სახლში“–ს მეორე ფილმმა მოიპოვა, რომელშიც პატარა მაკკალისტერი ნიუ იორკში იკარგება. ამ ფილმში ეპიზოდურ როლს აშშ–ს ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ასრულებს.