სექსი დიდ ქალაქში ეკრანებს უბრუნდება ქერი ბრედშოუ ქვრივდება

ნახევარი წელი მთელი ჰოლივუდი განიხილავდა სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, რომელიც  ფილმის – “სექსი დიდ ქალაქში“ მესამე ნაწილი გადაღებების მზადების ნიადაგზე დაიწყო. საბოლოოდ მსახიობმა, რომელიც ბოლო თვრამეტი წელია მაყურებელს სამანტა ჯონსის როლში ევლინება პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მისმა გმირმა აქტუალობა დაკარგა. თუმცა როგორც  მოგვიანებით გახდა ცნობილი,  სინამდვილეში კიმ კეტროლს ახალ ფილმში თამაში იმიტომ არ უნდა, რომ სცენარი მთლიანად სარა ჯესიკა პარკერის გმირზეა კონცენტრირებული.

 ამ დღეებში გაჟონა ფილმის მესამე ნაწილის დეტალებმა, რომელსაც დიდი ხანია ელიან. ნიუ იორკელი დაქალების საგა ხომ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. “სექსი დიდ ქალაქში 3“– ის სიუჟეტის ცენტრში ქერი ბრედშოუ იქნება, რომელიც ფილმის დასაწყისშივე დაქვრივდება. სცენარისტების თქმით მისი ქმარი, მისტერ ბიგი გულის შეტევით გარდაიცვლება, ქერი კი ახალ ცხოვრებას იწყებს, მისი ოცნების მამაკაცის გარეშე. შეგახსენებთ, რომ სერიალის ბოლო სეზონში კრის ნოტის გმირს გულის პრობლემები ქონდა, ბრედშოუ კი საყვარელ მამაკაცს გულის შეტევის შემდეგ გაჯანმრთელებაში ეხმარებოდა. როგორც ჩანს “სექსი დიდ ქალაქში 3“ 1998 წელს დაწყებული პროექტის დამაგვირგვინებელი და ყველაზე სენტიმენტალური ნაწილი იქნება.ფილმის გადაღებები 2019 წელს დაიწყება და ის ამ პროექტისთვის უჩვეულო სტილისტიკის იქნება – ნაკლებად რომანტიული და მსუბუქი. პირველ პლანზე კი მთავარი გმირის და მთლიანად, თანამედროვე საზოგადოების ფსიქოლოგიური პრობლემები გადმოინაცვლებს.