ბოლო დროს ძილთან დაკავშირებული კვლევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ეს ლოგიკურიც არის. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ახლა კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შიშველი ძილი სასარგებლოა. აი რატომ:
1. ძილისთვის ოპტიმალური ჰაერის ტემპერატურია 17–19 გრადუსია. თუ პიჟამოში დაიძინებთ, შეიძლება გადახურდეთ. სიგრილეში ორგანიზმი უფრო ეფექტურად ახერხებს აღდგენას, ძილი კი უფრო ღრმა და ხანგრძლივია.
2. შიშველი ძილი გახდომაში გვეხმარება. როგორც უკვე ვთქვით, შიშველი ძილი ორგანიზმს გადახურებისგან იცავს, ამიტომაც ის უკეთ ახერხებს ყავისფერი ცხიმის დარეზერვებას, რომელსაც შემდეგ ენერგიის მისაღებად წვავს.
3. შიშველი ძილი აუმჯობესებს ურთიერთობებს. “კანით კანზე“ შეხება ხელს უწყობს “ბედნიერების ჰორმონის“, ოქსიტოცინის გამომუშავებას. როგორც წესი, ასე სძინავთ ახალბედა წყვილებს. თუმცა ალბათ ჯობს ხანგრძლივი ურთიერთობებისასაც შეინარჩუნოთ ეს წესი.
4. გვეხმარება ინსულინის დონის კონტროლში. გრილი ატმოსფერო დადებითად მოქმედებს ლეპტინის ჰორმონების გამომუშავებაზე, რომელიც მადას არეგულირებს, ასევე ადიპონექტინის გამომუშავებაზე, რომელიც გლუკოზას და ცხიმმჟავების მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს ინსულინზეც.
5. შიშველი ძილი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, რადგან კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ძილის დროს მჭიდრო სამოსმა შესაძლოა გაღიზიანება და გამონაყარი გამოიწვიოს.