შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.












![უკრაინამ დრონებით რუსულ ფრეგატ ადმირალ მაკაროვს დაარტყა [ვიდეო]](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/04/images-100x70.jpg)

