გამორთული სმარტფონიც კი, რომელიც ჩვენი მხედველობის არეში იმყოფება ყურადღების კონცენტრაციას აქვეითებს. მისი ხელში ჭერა კიდევ უფრო საშიშია – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები.
სმარტფონით ხელში თავდახრილი ყოველი ჩვენგანი დღეში საშუალოდ 4 საათს ატარებს. ამენ შეიძლება მრავალი პრობლემა გამოიწვიოს – მოხრილობით და ზურგის ტკივილებით დაწყებული ინსულტის რისკის მატებით დამთავრებული, რასაც კისრის არეში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. გარდა ამისა, ექიმები სმარტფონების დიდი დოზით მოხმარებას უკავშირებენ სახსრების და სუნთქვის პრობლემებსაც.
პოზა, როცა თავი დაბლაა დახრილი ხერხემალზე დიდ დატვირთვას ქმნის, დაახლოებით ისეთს, რასაც კისერზე შემოსმული 3 წლის ბავშვი გამოიწვევდა. ამიტომაც მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ აუცილებელია მკაცრად ვაკონტროლოთ სმარტფონით ხელში გატარებული დრო და ის მაქსიმალურად შევამციროთ.