ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36.6 გრადუსია. თუმცა, როგორც გაირკვა, ამერიკაში ჯერ კიდევ 19–ე საუკუნის შუა პერიოდიდან ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი ითვლებოდა – სწორედ ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვენში უკვე ამბობენ, რომ ადამიანს სიცხემ აუწია.
თუმცა არაფერია მარადიული და ამერიკაც დროთა განმავლობაში “გაგრილდა“.
ასეთ დასკვნამდე მისასვლელად და გაზომვებში ცდომილებების გამოსარიცხად სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჯულია პარსონეტმა და მისმა კოლეგებმა უამრავი ინფორმაცია დაამუშავეს.
თავიდან მათ ამერიკის სამოქალაქო ომის დაახლოებით 24 ათასი ვეტერანის ტემპერატურა შეადარას, რომელთა გაზომვები 1860 დან 1940 წლებამდე მოხდა. შემდეგ გააანალიზეს 1971- დან 1975 წლამდე აღებული ადამიანების ტემპერატურის გაზომვები, შემდეგ კი 2007 წლიდან 2017 წლამდე.
გაირკვა, რომ ყოველ 10 წელში ამერიკელების სხეულის ტემპერატურა 0.03 გრადუსით იკლებდა ამ პერიოდისთვის ჩვენებულ ნორმალურ მაჩვენებელს – 36.6 გრადუსს გაუტოლდა.
პარსონეტი გვთავაზობს ერთდროულად ორ მტკიცებულებას იმის დასამტკიცებლად, რომ ტემპერატურის შემცირება – რეალური მოვლენაა, რომელსაც უზუსტო თერმომეტრებს ვერ დააბრალებ.
ჯერ ერთი, სხეულის ტემპერატურის კლების ტენდენცია ბოლო წლებშიც ფიქსირდება, როცა თერმომეტრები დიდი სიზუსტით გამოირჩევიან.
და მეორე: ხანდაზმულ ადამიანებს ერთი და იმავე წელს ტემპერატურის მაჩვენებელი უცვლელად უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.
“ჩემი აზრით ამ ფენომენის ყველაზე გონივრული ახსნა იქნებოდა ის, რომ მიკრობიოლოგიურ დონეზე ჩვენ წინაპრებისგან მნიშვნელოვნად განვსხვავდებით. მართლაც, ჩვენ ბევრად ნაკლებად ვექვემდებარებით ინფექციებს ანტიბიოტიკების და ვაქცინაციების წყალობით, ამიტომაც ჩვენი იმუნური სისტემა ნაკლებად აქტიურია და ქსოვილების ანთება ნაკლებად ხდება“– ამბობს პარსონეტი.
მისი თქმით, ადამიანის სხეულის კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ სუსტდება.
“რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს. ჩვენი ტემპერატურა ნულამდე არ დაეცემა, მაგრამ როდის შეწყვეტს შემცირებას არ ვიცი“– ამბობს ის.