“ვერავინ იფიქრებდა რომ ეს შესაძლებელია“–მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის ახალი, უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდის აღმოჩენამ შესაძლოა მედიკოსებს ადამიანის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ “მომართვის“ საშუალება მისცეს, რაც კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური წამლის აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე დიდი გარღვევაა.

მეთოდი ჯერ კლინიკურად არ გამოუცდიათ, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ნაშრომის მოკლე აღწერა ჟურნალ Nature Immunology–ში გამოქვეყნდა.

კვლევის არსი “უჩვეულო“ გზების ძიებაში მდგომარეობდა, რომლითაც იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს ებრძვის.
მეცნიერებმა მოახერხეს T –ლიმფოციდის განსაკუთრებული სახეობის აღმოჩენა. ეს არის უჯრედი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი.

თუმცა, მეცნიერების მიერ აღმოჩენილ უჯრედს სხვებისგან განსხვავებით შეუძლია საფრთხეების სხვადასხვა სახეობებს აღუდგეს წინ.

“არის შანსი, რომ ამით ყველა პაციენტი განიკურნოს. ადრე არავის უფიქრია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია“– განუცხადა ბიბისის მკვლევარმა ჰენრი სიუელმა.

როგორ მუშაობს მეთოდი

T –ლიმფოციდების, ანუ T –უჯრედების ზედაპირზე არსებობს ქიმიური რეჟეპტორები, რომელთა დახმარებით ისინი ორგანიზმისთვის საშიშ ანტიგენებს განსაზღვრავენ.

მეცნიერების გუნდმა იპოვნა გზა, ეიძულებინა მათ მიერ აღმოჩენილი T–ლიმფოციდის სახეობა კიბოს უჯრედების ფართო სპექტრზე შეტევა მიეტანა.
მეთოდი ფილტვის, სისხლის, ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე გამოიცადა.
ლიმფოციტი ანადგურებდა კიბოს უჯრედებს და არ ეხებოდა ჯანმრთელ უჯრედებს.

როგორ არჩევს T-ლიმფოციდი კიბოს უჯრედებს ჯანმრთელისგან, ჯერჯერობით გაუგებარია. მისი რეცეპტორი ურთიერთქმედებს მოლეკულასთან, რომლის სახელწოდებაა MR1. ეს მოლეკულა ადამიანის ორგანიზმის ყოველი უჯრედის ზედაპირზეა.

ითვლება, რომ კიბოს უჯრედები MR1-ს იმუნური სისტემისგან “შესანიღბად“ და დასამალად იყენებენ. თუმცა კარდიფის უნივერსიტეტში აღმოჩენილი ლიმფოციდი მკვლევარების აზრით შეძლებს მიიღოს MR1-ისგან სიგნალი, რომ უჯრედის მეტაბოლიზმი დარღვეულია და ეს უჯრედი სიმსივნურია.

“ჩვენ პირველები ვართ, ვინც T-უჯრედი აღწერა, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედებში MR1 აღმოაჩინოს. ადრე ეს არავის გაუკეთებია“– ამბობს მკვლევარი ჰარი დოლტონი.

ეს კვლევა ამ სფეროში პირველი არ არის. დიდი ხანია ტარდება ექსპერიმენტები იმისთვის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა კიბოს დაუპირისპირონ.

მათგან ყველაზე ცნობილია CAR-T. ეს საშუალება ლეიკემიის წინააღმდეგ იმუნური სისტემის გადაპროგრამებას ახდენს კიბოს ამ სახეობასთან საბრძოლველად. CAR-T–ის შემთხვევაში T ლიმფოციდების გენეტიკურად გადაპროგრამირება ხება იმისთვის, რომ მათ აღმოაჩინონ და გაანადგურონ კიბოს უჯრედები.შემდეგ მოდიფიცირებული ლიმფოციტები პაციენტის სხეულში ბრუნდება, სადაც მათი რიცხვი ყოველ ჯერზე იზრდება, როცა ისინი კიბოს უჯრედებს აწყდებიან.