“ვიღაცეებმა ამით ისარგებლეს”-ლელა წურწუმია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საავადმყოფოში მოათავსეს

მომღერალი ლელა წურწუმია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ის მეუღლესთან ერთად კლინიკაში კორონა ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს. წურწუმია აცხადებს, რომ ის კლინიკაში გეგმიური გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

“გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მე და მამულიჩა მოვხვდით კლინიკაში ეს არის ტყუილი, მე 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ გეგმიურ გამოკვლევას და გუშინ უბრალოდ დავდე ფეისბუქ გვერდზე ფოტო,სადაც კლინიკა ტრიმედში ვარ და გავიკეთე გამოკვლევა და ვიღაცეებმა ამით ისარგებლეს და დადგეს თითქოს კლინიკაში ვარ და ცუდად ვარ არ ვარ ცუდად”-აცხადებს ლელა წურწუმია.