ზოოპარკიდან გაქცეული მაჩვზღარბა პოლიციამ უკან დააბრუნა (ვიდეო)

თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა, რომელიც უკან პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს. ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.  ის ქუჩაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო.

„ან გადმოვარდა, ან მოყინულზე დაუცდა ფეხი, ან სადღაც გამოთხარა და გამოძვრა“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.