გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს,
დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო.
კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან
გეგმავს.
„აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას – დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით.ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ, თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამპროცესში,“ – ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი.„ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებულისხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი.
კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.