მელოტი ადამიანები კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ესპანეთის საავადმყოფოში, აღმოაჩინეს რომ დაინფიცირებულ მელოტი ადამიანებს განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ კოვიდ19.
როგორც საავადმყოფო აცხადებს, მიზეზი თმის ცვენის გამომწვევი ჰორმონი ანდროგენია, რომლის გააქტიურების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერთა აზრით, ვირუსულ ინფექციათა მიმართ მოწყვლადი ხდება. უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ, რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის დასნებოვნება.
ტელეგრაფთან ინტერვიუში ამ აღმოჩენის მთავარი ავტორი, პროფესორი კარლო უემბიერ, რომელიც ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია, განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანდროგენები აშკარად არის ე.წ კარიბჭე, რომლის გავლითაც ვირუსი უჯრედში მარტივად შედის“- განაცხადა კარლო უემბიერმა.
ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან თ ითქმის 80% მელოტი იყო. მეორე კვლევით მადრიდში ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71 % მელოტი იყო.