ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებად ხელების ხშირად დაბანას და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას მიიჩნევს. ამიტომ სადეზინფექციო ხსნარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განუყოფელ ნაწილად იქცა.
პროფესორი გრეგ ბოისი ამასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნართან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა და საზოგადოებას მოუწოდებს რომ არ დატოვონ სადეზინფექცო საშუალებები მანქანაში.
ფლორიდის Gold Coast University-ის პროფესორი, გრეგ ბოისი აცხადებს, რომ სადეზინფექციო ხსნარის მანქანაში დატოვება არ შეიძლება, რადგან სიცხე გამოიწვევს ხსნარში არსებული სპირტის აორთქლებას. სპირტი კი სადეზინფექციო ხსნარში ყველაზე აუცილებელი კომპონენტია ვირუსების დასამარცხებლად. ამიტომ თუ სადეზინფექციო ხსნარი მანქანაში დაგრჩათ, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს სპირტის აორთქლებას და ხსნარი ფაქტობრივად გამოუსადეგარი და მავნებელიც კი შეიძლება იყოს. ვინაიდან შეიძლება გვეგონოს რომ ხსნარით დამუშავებული ხელები ჩვენთვის უკვე უსაფრთხოა მაგრამ სპირტის გარეშე ხელის ხსნარით დამუშავება მხოლოდ შექმნის უსაფრთხოების ილუზიას, ეს კი უფრო მეტი რისკის შემცველია.
გარდა ამისა, თბილმა საფეზინფექციო ხსნარმა შეიძლება კანი გააღიზიანოს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.