ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ექიმი

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთს წვივის არეში, ხოლო მეორეს – ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

ექიმის თქმით, დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ- ერთ მათგანს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით. ის წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ოპერაციული მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, მას აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ნაკვეთი ჭრილობა. მასაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკოლოზ ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

პოპულარული

საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე გეგმას შეიმუშავებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საზოგადოება და მედია გააფრთხილა, რომ...

„წამების ოთახი“, სკამზე მიბმული მამაკაცი და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: სპეცოპერაცია ესპანეთში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ ესტეპონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო...

ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს

The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს,...

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, ისინი ძალადობაში იყვნენ ჩართული, თუმცა მზად ვართ ვაპატიოთ – კობახიძე

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ...

თბილისში ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა...

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა...

ყველა ამბავი

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის „პაუზას“ არ აიღებს

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. მინისტრის ვერსიით, რუსეთი მზადაა უკრაინაში ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის....

დიდი ბრიტანეთი უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსი ბიზნესმენების — ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის  წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის...

AI კომპანიების ხელმძღვანელებმა გაეროს ტექნოლოგიის კონტროლისკენ მოუწოდეს

ხელოვნური ინტელექტი (AI) „შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“. ასეთი გაფრთხილებით ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გაეროს უშიშროების...

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ...

რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით – ზელენსკი

"რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან “გრემის კანონს” განვიხილავდით " -  განაცხადა ამის შესახე უკრაინის მეთაურმა,...

სასამართლომ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ კიდევ ერთ სექსუალურ დანაშაულში ცნო დამნაშავედ და ამ...

ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს....

10 მილიონამდე დოლარი რუსული კომპანიისთვის: საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება უკრაინის მიერ სანქცირებულ ქარხანასთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავლსკისთან“ 9.6 მილიონ დოლარად 200 ვაგონის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. საწარმოს გენერალური დირექტორი...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე...

რა აჩვენა საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა კვლევამ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს და აცხადებს, რომ ...

ევროკომისია უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვას ითხოვს

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს მიღებული ზომები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უნგრეთმა აღმოფხვრა კანონის უზენაესობის ის...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის...