“კითხვები დავუსვით, ისინი გავიდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს“–მეგრელიშვილი ოპოზიციის შეკრებაზე

ლეიბორისტების ლიდერში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა გირჩის წევრებმა დასრულებამდე დატოვეს. იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციის შეკრებაზე მივიდნენ, რომელზეც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მათ კითხვები დასვეს, პასუხების მიღების ნაცვლად კი მისი კოლეგები გარეთ გავიდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს.

“რამდენიმე წუთში არა, მაგრამ ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში ჩვენ რასაც გავაკეთებთ, შევეცდებით, რომ დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ნიკა მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორითაც ჩვენ ვვარაუდობთ, ჩვენ მოგვიწევს, რომ ორივე მხარეს გავემიჯნოთ, როგორც ოპოზიციას, ისე პოზიციას”–უთხრა ჟურანლისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ვახო მეგრელიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს.