“მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა” – ივერი მელაშვილს მაღაზია “ალტა ოქეიში” თავს დაესხნენ

ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენ. ერთერთმა მოქალაქემ მას მოღალატე უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველ ვიდეო-მასალას სოციალურ ქსელში სოფი სამუშია აქვეყნებს.

“დღეს ქავთარაძის #Goodwill-ში მაღაზია #altaok ივერი მელაშვილს ვიღაც ახალგაზრდა გაუნათლებელი ურა პატრიოტი შეურაცხყოფას აყენებდა. მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა. იყო კონფლოქტი და არც ერთი დაცვა არ განძრეულა (იქვე იდგნენ) !!!!! სალაროებიდან რამდენიმე ურა პატრიოტი დაემატა. შენ მიწები გააჩუქეო ხალხი უყვიროდა !! ეს აგრესია თქვენ შექმენით არაფრისგან ! საქართველოს მთავრობა”- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე რომელიც ვიდეოს ავრცელებს.

“ალტაში შესულ ივერი მელაშვილს თავს დაესხა დიდი ალბათობით ვიღაც სუსის მიგზავნილი.

მაღაზიის თანამშრომლებმა გარდა იმისა, რომ არც კონტექსტი იციან და არც შინაარსი მთელი თემის, უშუალოდ სიტუაციის კონტროლიც ვერ შეძლეს და აქეთ იმართლებდნენ თავს, ჩვენ რა ვქნათო
მე მრცხვენია მათ მაგივრად, როგორც ალტა-ოქეის (კონკრეტულად ოქეის) 7 წლის ყოფილ თანამშრომელს
ჩემთვის სირცხვილია!”- წერს მარიამ დოლიძე მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი.