სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა

spot_imgspot_img

რუსეთს წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ რუსულმა საგადასახადო და ფინანსური სერვისების სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა.

„Код Дурова” აღნიშნავს, რომ საქართველო გადარიცხვების სისტემისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. გამოცემის თანახმად, გადარიცხვები რიგ სხვა ქვეყნებშიც შეწყდა, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, ცნობილი არ არის.

Zolotaya Korona-ს გუნდმა რუსულ გამოცემა RBC-ს განუცხადა, რომ „ამჟამად გარკვეული სატრანსფერო მიმართულებები ხელმისაწვდომი არ არის”. გარდა ამისა, „Freedom Bank Kazakhstan”-ის კლიენტებმა შეტყობინება მიიღეს, რომ დროებით შეჩერებულია გადარიცხვები „Цифра банк”-ის მეშვეობით. რუსული ტელეარხი „Дождь” (TV Rain) წერს, რომ სერვისის მომხმარებლები აცხადებენ — საქართველოში ფულის გადარიცხვას ვეღარ ახერხებენ.

ცვლილებები დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღებასთან, რომელიც ევროკავშირმა 23 ივლისს, თითქმის ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაამტკიცა. ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მიღებული ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი — მასში ჯამში 218 პირი და ორგანიზაცია შედის. შეზღუდვების სიაში, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მოხვდა Zolotaya Korona-ს ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „Платежный центр” და „Цифра банк”. ევროკავშირმა ასევე 32 რუსულ ბანკს, კრიპტოკომპანიებსა და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებს ტრანზაქციები აუკრძალა.

მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ომის გამო საერთაშორისო საგადახდო სისტემები Visa და MasterCard გავიდა, Zolotaya Korona რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთი მთავარი არხი გახდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

განაჩენის გამოტანიდან 1 წლისთავზე მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს...

ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, -...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...
spot_img

ყველა ამბავი

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...