მინახავს “ქართული ოცნების” მიერ მოტყუებული არა ერთი პოლიტიკოსი – მარგველაშვილი

მინახავს არა ერთი პოლიტიკოსი “ქართული ოცნების” მიერ მოტყუებული, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“გეტყვიან რომ საქართველო არის გადასარჩენი, გეტყვიან, რომ კოვიდია, გეტყვიან, რომ უკეთესი მომავლისთვის უნდა ვიმუშაოთ. რასაც გინდა გეტყვიან, ყველაზე მეტად რაც შენ მოგწონს, იმას გეტყვიან. ესე ხდება და ესე მინახავს არა ერთი პოლიტიკოსი ქართული ოცნების მიერ ასე მოტყუებული. ამ გამოცდილებით ვამბობ, მოაწერ ხელს ამ თაღლითობას და მერე აღარ გექნება უფლება მოითხოვო თავისუფალი სასამართლო იქნება ეს, თუ სხვა პროცესები. როგორც კი შენ შედიხარ ამ ვაჭრობაში, ხელის მოწერიდან ხარ წაგებული”, – თქვა მარგველაშვილმა.