პროტესტი უნდა გაგრძელდეს – გრიგოლ ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

გრიგოლ ვაშაძე საკუთარ პირველ განცხადებას განმარტავს.
მისი თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ოპოზიცია შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევს, პარლამენტში რა უნდა შევიდეს.

“დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო. “,– წერს გრიგოლ ვაშაძე.

დღეს  გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.