როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის დედა თურქეთიდან დღეს დაბრუნდა.  ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, რომ მისი შვილის გაუპატიურების შემდეგ მისმა ბიძებმა სასტიკად სცემეს.

“ფიზიკურად შეეხნენ, როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს. იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა. ტარიელ ცეცხლაძემ სულ წიხლქვეშ იგორა თურმე ჩემი შვილი. ეს ყველაფერმა ბავშვმა მომიყვა მე. ძლივს გამოართვეს – შემოგაკვდება და ციხეში დაჯდებიო.

წაიყვანეს ექსპერტიზაზე, სად არის ექსპერტიზის დასკვნა, ძალიან მაინტერესებს. ზურგი, ფეხები, ხელები ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს, ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში. ასეთი რამე რატომ გააკეთე, გაგვაპაზორეო. გზაში თურმე სულ მუშტებით ემუქრებოდნენ ნათესაობა, ჩვენზე არაფერი არ თქვა, თორემ მოგკლავო”,– ამბობს 14 წლის ნინის დედა.

მანვე აღნიშნა, რომ დედობის უფლება მამამთილმა მაშინ შეუზღუდა, როდესაც ის რუსთავში ბავშვების მომვლელად მუშაობდა.