“აუცილებლობა თუ დადგება, მოგვიწევს “- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ გაჩერდეს. მისი თქმით,დღევანდელი დღის მონაცემებით ჯერ არ დამდგარა ტრანსპორტის გაჩერების საკითხი.
“დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაჩერება არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღის კურიერში.