აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს.

მათი თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს და ის დაკვირვების ქვეშ კოვიდ-სასტუმროში იმყოფება.

მაუწყებლის ინფორმაციით, მანამდე კორონავირუსი თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მაუწყებელში ამბობენ, რომ პირი ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ ყოფილა.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა.