„არაფორმალური სადამსჯელო რაზმების შექმნის დაანონსება თავისუფალი აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის შემაშფოთებელი გაგრძელებაა“ – საია

spot_imgspot_img

“მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება , – ასე ეხმაურება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას. საია-ს განცხადებით, მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა წინა წლებში, აქტიურ საპროტესტო პერიოდში, ასეთი თავდასხმები კი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით არის წახალისებული.

“2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნების შესახებ განაცხადა. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება. დაჯგუფების შემქმნელები იყენებენ ისეთ დეზინფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას “უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ”.

დაჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი (“თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება”). ამავე განცხადებაში ისინი მოითხოვენ ონისე ოქრიაშვილისაგან და სხვა იუმორისტებისაგან ბოდიშის მოხდას და პროკურატურისთვის მიმართვას, რათა პროკურატურამ არ მოითხოვოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის პატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ონისე ოქრიაშვილს და მის კოლეგებს ემუქრებიან. განცხადების მიხედვით: “წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი მათ ნაბიჯებზე საზოგადოება რეაქციას დაინახავს, შემდეგ კი ვერ ახერხებს გაიაზროს, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს”.

დაჯგუფების განცხადება თანხვედრაშია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ უკვე არაერთხელ გამოხატულ, ძალადობის წამახალისებელ პოზიციებთან, მაგალითად, “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ღიად მოუწოდებს საზოგადოებას გამოხატვის კონტროლისაკენ და მიუთითებს ახალშექმნილი დაჯგუფების მიერ დაანონსებულ “მყისიერ რეაგირებაზე”.

მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა როგორც 2024 წლის გაზაფხულის და ზამთრის საპროტესტო აქციების პარალელურად, ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდგომ პერიოდში. ასეთი თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით არის წახალისებული. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის არაეფექტიანი გამოძიება პრობლემურია როგორც საპოლიციო, ასევე მესამე პირთა მხრიდან ძალადობის მიმართ. გარკვეულ შემთხვევებში, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ღიად გვევლინებიან მსგავსი კამპანიების ორგანიზატორებად.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მის მიერ მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების რეპრესიულ აღსრულებასთან ერთად, არაფორმალური ძალადობაც გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა და მასში მონაწილეობა განსაკუთრებით საფრთხის შემქმნელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალადობრივი, კანონგარეშე დაჯგუფებების შექმნის წინააღმდეგ არაერთ ნორმას შეიცავს და კრძალავს როგორც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასევე ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. ასევე, აკრძალულია ორგანიზაციაზე ან პირზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა (ბანდიტიზმი). აკრძალულია ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა/გაერთიანებაში მონაწილეობა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ.

ამასთან, ადამიანებზე თავდასხმის მიზნით დაჯგუფების შექმნა/მასში მონაწილეობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მასში მონაწილეობას.

მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.

ამასთან სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა უნდა შეწყვიტონ მადისკრედიტირებელი კამპანიებითა და დეზინფორმაციით ძალადობის წახალისების, მოძალადეთა მხარდაჭერისა ან ძალადობის სამიზნეთა “მონიშვნის” მათთვის ჩვეული პრაქტიკა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა. როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია,...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....
spot_img

ყველა ამბავი

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...