ბელორუსმა საკუთარი ბრძოლისუნარიანობის “მოულოდნელი შემოწმება“ დაიწყო

ბელორუსის შეიარაღებულ ძალებში “რეაგირების ძალების მოულოდნელი შემოწმება“ დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის სამთავრობო სააგენტო ბელტა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ამ კომპლექსური შემოწმების მიზანი “შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში პირადი შემადგენლობის ოპერატიული რეაგირების უნარის  და მზადყოფნის შეფასებაა“.

ბულორუსულ თავდაცვის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ შემოწმებაში მონაწილე ძალების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით ძალები ქვეყანაში მასობრივად გადაადგილდებიან,  თუმცა არ აკონკრეტებენ, რა მიმართულებით.