“საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის – აცხადებს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი,ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ.
“საქართველო ჩვენთვის შეუძლებელს ხდის, რომ დამატებითი წინსვლა და პროგრესი გვქონდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებაა. აფხაზური მხარისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ეს მიდგომა მთლიანად გამართლებულია ჩვენი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლებით, ასევე არსებული რეალობით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო აღმოცენდა და ჩვენ დისკუსიების მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს ამას.” – განაცხადა ბარციცმა ტელევიზიაში საუბრისას.
ბარციცის თქმით, ქართული მხარე “განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა.” “ამით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებითი პროგრესი შეუძლებელი ხდება.” – დაამატა მან.















