პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ თეატრში მსახიობი თავის აზრს გამოთქვამს, ის შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი.
ასევე, გაარკვევს, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის სათანადოდ ფუნქციონირებას.
ხუხაშვილი ამ განცხადებას “პარანოიად” აფასებს და ამბობს, რომ წულუკიანმა რეპრესიები დააანონსა.
“ბერიას არ ეყოფოდა ფანტაზია, რომ ეს წარმოუდგენელი რაღაც ეთქვა. თუ გაყიდული არ არის მსახიობი და მისი გულწრფელი მოსაზრებაა ესო, მაშინ დავაკვირდები, ორგანიზაციის მუშაობას განსხვავებული აზრი ხომ არ უშლისო. წარმოგიდგენიათ, რეპრესიები დააანონსა ამ ქალმა. რეპრესიები თეატრები. შექსპირს დაიჭერს ცოტახანში. აბსოლუტური პარაონიაა, როგორ შეიძლება ჯანსაღმა ადამიანმა ასეთი რაღაც ილაპარაკოს”,- თქვა ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში.