“ამ ფორმატს რაც შეეხება, ძალიან მარტივად, ბუნდოვანია… ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი. ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული, სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული. რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როდესაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ… არ ვარ დარწმუნებული, ეს ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს”.
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”, ბუნდოვანს უწოდებს.