ბ რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ყაზანში, საერთაშორისო სამიტის კულუარებში, ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ პუტინის ბრძანებით რუსეთის არმია უკრაინის მასშტაბურ დაბომბვაზე გადადის.
„მიმაჩნია, რომ ყველა სწორი სიტყვა უკვე ნათქვამია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვები საკმარისი არ არის. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარკვეული დროის წინ – კიევის ტერორისტის მორიგი გამოხტომის შემდეგ გამოაცხადა, რომ ჩვენ ახლა რეგულარულ საფუძველზე განვახორციელებთ მასირებულ ჯგუფურ დარტყმებს იმ მიზნებზე, რომელთა მდგომარეობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ეს ამოცანა დასახულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ასრულებენ მას და კვლავაც შეასრულებენ“- თქვა ლავროვმა
მოსკოვის ოლქში უპრეცედენტო უკრაინული იერიშების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა და თავშესაფრების აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, პუტინი სუსტდება, რის გამოც უკრაინის ქალაქებზე იერიშების გაძლიერებაა მოსალოდნელი.















