ელენე ხოშტარია ხვალ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ხვალ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

“მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე”,– წერს ხოშტარია Facebook-ზე.

დღეს პრეზიდენტი შეხვდა სალომე სამადაშვილს, ანა დოლიძესა და ხატია დეკანოიძეს. დღესვე იგეგმება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ვიზიტიც.