“ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია“– ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია მასთან შეხვედრები შეზღუდულია. ჯაღმაიძემ ეს განმარტება ფეისბუქზე მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის იზოლაციის შესახებ:

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.