ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა ჰყავს, რომელიც ეპარქიაში გადაადგილებისთვის სჭირდება.
“ჩემი ეპარქია იწყება 1 700 მეტრიდან და უფრო მაღლა. მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, ჯიპი არაა, ლენდკრუიზერი 105, რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე, რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ. მჭირდება მე ეს მანქანა და იცით, როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ, რომ ძალიან ბევრს დავდივარ”, — განაცხადა მიტროპოლიტმა რუსთავი 2–ის ეთერში.